LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის შემდეგ, რიკი მარტინი MTV Video Music Awards-ზე წარდგა – არტისტს საპატიო პრემია მიენიჭა

148
photo-collage.png (7)

წლევანდელი MTV Video Music Awards-ის ერთ-ერთ ,,ჰაილაითად”, რიკი მარტინის პერფორმანსი იქცა. მარტინი დაჯილდოებაზე 26 წლის შემდეგ წარდგა და კარიერის ყველა ჰიტი, მათ შორის: Livin’ la Vida Loca და María შეასრულა.

წარმოდგენის შემდეგ, არტისტს საპატიო პრემია – Latin Icon Award მიენიჭა, რომელიც დაჯილდოების ისტორიაში პირველად გაიცა.

რიკი მარტინის დებიუტი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 1999 წელს შედგა. მაშინ მას სიმღერისთვის – Livin’ la Vida Loca, 5 ,,მთვარის კაცი” გადაეცა. დაჯილდოების ისტორიაში ის პირველი ლათინოამერიკელი არტისტია, ვინც ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები