LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„28 მაისს ფესტივალი მურმან ჯინორიას და დათო ევგენიძის პროექტით „ციდან სიტყვები ცვივა“ გაიხსნება” – ანი ლაღიძე ფესტივალის „თბილისი-რიტმი 2024“ დეტალებით „არტ-FM”-ში

675
ანი-ლაღიძე

14 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM-ს ანი ლაღიძე სტუმრობდა, რომელმაც მისივე დაფუძნებულ და ორგანიზებულ ფესტივალზე „თბილისი-რიტმი 2024“-ზე ისაუბრა. 

წლევანდელი ფესტივალი ნაკლებად მასშტაბური იქნება. ვფიქრობ, არაა აუცილებელი საერთაშორისო ფესტივალის სახელოვნებო პროექტებით ზედმეტად დატვირთვა.  ალბათ იცით, რომ ფესტივალი მამის – ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს სოსო ლაღიძის ხსოვნას მივუძღვენი და მისსავე სახელს ატარებს, ამიტომ როგორი ვარსკვლავურიც მამა იყო, ზუსტად ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას წლევანდელ ფესტივალში. მართალია, პროგრამა შეზღუდულია, მაგრამ ყველა პროექტი მაღალი ხარისხის და დასამახსოვრებელი იქნება. 

28 მაისს ფესტივალი მურმან ჯინორიას და დათო ევგენიძის პროექტით „ციდან სიტყვები ცვივა“ გაიხსნება ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, რომელსაც ბრწყინვალე აკუსტიკა, განათება აქვს და ძალიან ჰგავს მინი ფილარმონიას. დათომ და მურმანმა უამრავი ერთობლივი პროექტი განახორციელეს რუსთაველის თეატრში და ვფიქრობ, ახალი წარმოდგენაც ძალიან საინტერესო იქნება. საოცარი ტანდემი შექმნა ორმა ბრწყინვალე შემოქმედმა, რომელთაც ქეთევან ქემოკლიძეც შეუერთდება დათოს კომპოზიციით „მზეო თიბათვისა“. 

ფესტივალს თანამედროვე მუსიკოს ოთხი გიგანტი – ბრაზილიელი მუსიკოსები დახურავენ 30 მაისს ისევ ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში. ძალიან გვახარებს, რომ ჩვენს ფესტივალს მულტიინსტრუმენტალისტი და ვოკალისტი პედრო მარტინსი ეწვევა საკუთარ კოლექტივთან ერთად. ბოსა-ნოვმ დიდი ხანია მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში და სწორედ ამ ჟანრის ბრწყინვალე შემსრულებელია მარტინსი საკუთარ ჯგუფის ერთად. არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან პიანისტი ფილიპე ვიეგასი, დრამერი რენატო კალვო და ბასგიტარისტი მაიკლ პიპოკინია, რომელმაც საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით მოიპოვა აღიარება. ამასთანავე, ბრაზილიელი მუსიკოსები ერთობლივ კონცერტს გამართავენ ქართველ კოლეგებთან ერთად. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ფესტივალი გამორჩეული ქართული წარმოდგენით გაიხსნება და ბრწყინვალე ბრაზილიური კონცერტით დაიხურება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები