LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 მარტს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართება

98
მეწყერი

28 მარტს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოწოდებით აქცია გაიმართება. ვაშლიჯვრის მოსახლეობას სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ და ამისთვის სპეციალური პეტიციაც შექმნეს.

ამ ეტაპზე, ვაშლიჯვრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ტერიტორია სადაც მეწყერი შეიძლება ჩამოწვეს ვაშლიჯვრისგან ცოტა შორს არის: თეა გოდოლაძე

“გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.

დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.

მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.

შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.

შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი”, – წერია პეტიციაში.

მეწყრული პროცესი ინტენსიურად ვითარდება, თუ მიწის მასა წამოვიდა, პირდაპირ ჩამოვა მდინარე მტკვრისკენ: თეა გოდოლაძე

ვიდეო: გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა, ცეცხლს ვეთამაშებით – თეა გოდოლაძე


საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

 

პოპულალურები