LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2,923 ლიმონისგან დამზადებულმა ბატარეამ გინესის რეკორდი მოხსნა

43
Battery-made-from-2923-lemons-breaks-Guinness-World-Record

ქიმიკოსთა გუნდმა 2 923 ცალი ლიმონი მოაგროვა, რათა გინესის რეკორდი დაემყარებინა.

მეცნიერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც „ქიმიის სამეფო საზოგადოება“ ეწოდება, ხილით ყველაზე მაღალი – 2 307. 8 ვოლტის გამომუშავება შეძლო.

სპეციალისტებმა ლიმონებზე თუთიისა და სპილენძის მავთულები დაამაგრეს, ლიმონის წვენი ელექტროლიტის როლს ასრულებდა, ხოლო თუთია და სპილენძი ელექტროენერგიის გამტარ საშუალებად გადაიქცა.

მიღწეული შედეგის დემონსტრირებისთვის ქიმიკოსებმა, ლიმონის ბატარეით პიროტექნიკა აანთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები