LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 შვილის დედამ ფულის შოვნა გადაწყვიტა და ქმრის გაქირავება დაიწყო

159
0_PAY-Hire-my-handy-hubby-business-launched-by-mum-of-three

ბრიტანელმა ქალმა ქმრის გაქირავება დაიწყო, რათა დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ცოლი კაცს ავეჯის ასაწყობად აქირავებს.

3 შვილის დედა ლაურა იანგი ამბობს, რომ გენიალური იდეა მას ერთ-ერთი გადაცემის მოსმენის დროს გაუჩნდა. ამ გადაცემაში კაცი ჰყვებოდა, თუ როგორ შოულობდა საარსებო ფულს ავეჯის აწყობით. იანგმა მაშინვე თავის ქმარზე იფიქრა, 41 წლის ჯეიმსზე, რომელიც ყველაზე რთულ კონსტრუქციებსაც კი მარტივად უმკლავდება. მას ასევე არაჩვეულებრივად გამოსდის ღებვა, კაფელის დაგება და დეკორაცია.

მეუღლესთან შეთანხმების შემდეგ ბრიტანელმა შექმნა საიტი სახელით – „დაიქირავე ჩემი ხელმარჯვე ქმარი“ და განცხადება სოციალურ ქსელებში გაავრცელა. შემოსული შეტყობინებების რაოდენობამ ქალი გაოცებული დატოვა. მას ბევრმა მიწერა, რომ მსგავს სერვისს ელოდებოდა. საქმე ისაა, რომ პატარ-პატარა საქმეებისთვის პროფესიონალის პოვნა რთულია ან ძალიან ძვირია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები