LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 წლის განმავლობაში მხოლოდ 1418 კილომეტრი – თითქმის ახალი Ferrari F40 აუქციონზე გაიყიდება

107
1428x1428

აუქციონის სახლი RM Sotheby’s უახლოეს დღეებში გასაყიდად გამოიტანს ლეგენდარული სუპერქარის – Ferrari F40-ის განსაკუთრებულ ეგზემპლარს. ავტომობილის მთავარი უპირატესობა მისი თითქმის იდეალური მდგომარეობა და უკიდურესად მცირე გარბენია: 1992 წლის გაზაფხულში აწყობის შემდეგ მანქანამ მხოლოდ 1418 კილომეტრი გაიარა. სწორედ ამიტომ მისი ფასი სავარაუდოდ 4-5 მილიონ დოლარს მიაღწევს.

F40  ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. საერთო ჯამში გამოშვებულია დაახლოებით 1311–1315 ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მხოლოდ 400 ერთეულის წარმოება იგეგმებოდა. მიუხედავად შედარებით დიდი ტირაჟისა, მოდელი განსაკუთრებული პატივით სარგებლობს კოლექციონერებს შორის. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ეს იყო ბოლო ფლაგმანური Ferrari, რომელიც პირადად ენცო ფერარიმ დაამტკიცა.

აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი შასის ნომრით 93829 ერთ-ერთი ბოლო გამოშვებულია. იგი ევროპული სპეციფიკაციით შეიქმნა და თავდაპირველად იტალიის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. 

მცირე გარბენის გამო ავტომობილის მფლობელები ძირითადად კოლექციონერები იყვნენ, რამაც მანქანას შესანიშნავი მდგომარეობა შეუნარჩუნა. მას აქვს სრულად ორიგინალური კორპუსი, შასი და ძრავა – 2.9-ლიტრიანი ტურბო V8, რომელიც 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები