მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემების თანახმად, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. უწყების ცნობით, მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია.
„სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს ვერ ვხედავდი - ახლა აღარ მეშინია იმ ადამიანის, რომლის წინაშეც ვკანკალებდი“ – ამბავი სიკვდილს გადარჩენილ გოგოზე, რომელმაც ძალადობას თავი დააღწია
რატომ ვერ აღწევენ თავს ქალები ძალადობას - ნარილატას ისტორია, რომელმაც შეძლო და მძიმე ყოველდღიურობას გამბედაობით უპასუხა.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის 146, ფსიქოლოგიურის – 5 382, ეკონომიკურის – 119, სექსუალურის – 24, იძულების 45 და უგულებელყოფის 31 ფაქტი გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა.
ამავე თემაზე: