LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო დანიშნულება იმ სოლო მოგზაურებისთვის, ვინც მეორე ნახევარს ცოტა ხნის წინ დაშორდა

139
caroline.leaf-Capri

პარტნიორს ახლახან დაშორდით და თავს მარტოსულად, დეპრესიულად, გულნატკენად გრძნობთ და ეძებთ გამოსავალს სიტუაციიდან, ადგილს სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებთ? თავს რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეთ, იცოდეთ რომ თქვენ ახლა თავგადასავალი გჭირდებათ, თან რაც მალე მით უკეთესი.

როდესაც ახალ ქვეყანაში მოგზაურობას განიხილავთ და იქ მარტო აპირებთ წასვლას, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი – უსაფრთხოება, მეორე – საინტერესო აქტივობები და კომფორტის ზონის დატოვება.

5. ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია საუკეთესო დანიშნულებაა იმ შემთხვევაში თუკი მარტო მოგზაურობა გაშინებთ. ეს არის ადგილი თავგადასავლებით, სუფთა ჰაერით და თვალისმომჭრელი ხედებით სავსე. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც თავს ადვილად შეგაყვარებთ.

4. იაპონია
თუკი ეძებთ ადგილს, სადაც საკუთარ თავთან დარჩენას, ცხოვრებაზე ჩაფიქრებას და განშორების შემდგომ ახალი რეალობისთვის თვალის გასწორებას შეძლებთ, მაშინ პირდაპირ იაპონიისკენ გაეშურეთ. მხოლოდ ჩაის ცერემონია ღირს იმად, რომ იაპონურ კულტურას ეზიაროთ.

3. იტალია
გემრიელ საკვებს და მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე კულტურას ეძებთ? მაშინ იტალიაში მოგზაურობა ერთი წამითაც არ გადადოთ.
მცდარია მოსაზრება იმის შესახებ რომ იტალია შეყვარებულთა ადგილია, პირიქით ეს არის დანიშნულება სადაც არც ერთი წამით არ მოიწყენთ, ბევრს ისეირნებთ, დაისვენებთ, გემრიელად შეჭამთ და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ.

2. საბერძნეთი
საბერძნეთი ეს არის მშვიდად ქაოსური და ვიზუალურად თვალისმომჭრელი ქვეყანა, სადაც გასაოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს. გაეშურეთ ბერძნული კუნძულების დასალაშქრად და ნამდვილი თავგადასავალიც ამის შემდეგ დაიწყება.

1. პორტუგალია
გემრიელი საკვები, ღვინო, ყავა და სანაპიროები – პორტუგალია ნებისმიერი ადამიანისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. აღმოაჩინეთ ფერადი ქალაქები, დახარჯეთ დრო ადგილობრივთა კულტურის უკეთ გასაცნობად და გაიცანით ახალი ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები