LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა – სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, სხდომიდან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა მიმართა

161
დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. ასევე, საზოგადოებას მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g