ბიონსეს Cowboy Carter Tour გრანდიოზული სანახაობით დასრულდა. ტურნეს დასკვნით პერფორმანსს, სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ფინალური 32-ე შოუს განმავლობაში სცენაზე დიდი მოულოდნელობაც მოხდა.
7 წლის შემდეგ, პუბლიკამ Destiny’s Child იხილა.
,,Destiny’s Child, bitch” – სწორედ ამ სიტყვებით წარუდგინა ბიონსემ ყოფილი თანაგუნდელები – კელი როულენდი და მიშელ უილიამსი პუბლიკას, რაც საღამოს ყველაზე ხმაურიან მომენტად იქცა.
ტრიომ შემოქმდების ჰიტები – Lose My Breath და Bootylicious შეასრულა.
ცნობილი ფაქტია, რომ ბიონსე კელისა და მიშელს არასდროს ივიწყებს და პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებაზე მათი თანხლებითაც გამოდის. სამეული ამ შემადგენლობით 2000 წელს გაერთიანდა, მათი გზები კი 2006 წელს გაიყო. მას შემდეგ ისინი ერთად 2013 წელს, ისევ ბიონსეს ინიციატივით, ,,სუპერ-ბოულის” შესვენებაზე გამოჩნდნენ. 2018 წელს როულენდმა და უილიამსმა კვლავ ბიონსეს თხოვნით მას გვერდი ,,კოაჩელაზე” დაუმშვენეს.
იშვიათობა, რომელსაც ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ბიონესა და ჯეი ზის კოცნა სცენაზე