LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“9 წლის მანძილზე, ჩემი მეუღლე ყოველ დილას და საღამოს, შვილის საფლავზე იყო” – გულიკო ჩაფიძე

770
BeFunky-collage - 2022-10-24T014425.945

ცნობილი კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” შვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას იხსენებს.

როგორც ის აღნიშნავს, ტრაგედიიდან 9 წლის მანძილზე მისი მეუღლე ყოველ დილას და საღამოს შვილის საფლავზე დადიოდა.

“ამ ფაქტის შემდეგ ექიმობაზე უარი ვთქვი. მგონია, რომ ადამიანს ძალიან დიდი დანაშაული უნდა ჰქონდეს მსგავსი რამ რომ დაემართოს. გადავწყვიტე, რომ პროფესიაზე უარი მეთქვა. მაგრამ უწმინდესმა იმდენი მესაუბრა, მომეფერა და მითხრა: შენ ახლა უნდა აკეთო სიკეთე. მე ვუთხარი, რომ რეანიმაციაში რადგან ვიღებ მონაწილეობას, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. მე ისევ ვუთხარი, რომ კლინიკაში ვერ წავიდოდი. შემდეგზე, რომ დარეკა უკვე კლინიკაში ვიყავი. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ღამე ბიჭების გარეთ სიარულის, თუმცა იმ ღამეს ვუთხარი, რომ უხერხული იყო და უნდა წასულიყო. რატომ გავაკეთე ეს არ ვიცი. წამოვწექი და მამა ვნახე სიზმარში. შემოვიდა და მე ვეუბნებოდი, რომ გული ძალიან მტკიოდა. ჩაიქნია ხელი და გავიდა. რამდენიმე წუთში დამირეკეს და ავარიის შესახებ შემატყობინეს. პირველი ჩემი მეუღლე გავიდა სამსახურში. ჩემი მეუღლე 9 წლის მანძილზე, ყოველ დილით და საღამოს სასაფლაოზე იყო”, – საუბრობს გულიკო ჩაფიძე.

ამავე თემაზე:

რატომ ამბობდა გულიკო ჩაფიძე უარს ედუარდ შევარდნაძის პირად ექიმობაზე

გულიკო ჩაფიძის ცხოვრების ტრაგედია: „უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ცა ჩამომექცა… ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობ…“

“ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები…იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა” – გულიკო ჩაფიძე მეუღლეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g