პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი – მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლეტს შეეჯახა.
მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.