LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: „ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო…“

225
ხათუნა სამნიძე

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს, მერე კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეგობართან ცხოვრობდა და ქიმიოთერაპია გაიკეთა.

„რაღაც პერიოდი ეჭვი იყო ამ დიაგნოზზე. იმდენად დარწმუნებული ვიტყვი, რომ მსგავსი არაფერი მექნებოდა, ამ ეჭვს ახლოსაც არ ვიკარებდი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ძლიერი ვიყავი ფიზიკურად, ვვარჯიშობდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩიოდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო. დაიწყო კვლევები და დაადგინეს, რომ ნამდვილად ის იყო, რაზეც ეჭვი ჰქონდათ. მახსოვს, რომ თავისით მოდიოდა ცრემლები. ახლა მიჭირს ამ მომენტის გახსენება…“, აღნიშნავს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g