Შონ მენდესმა ახალი დისკის გამოსვლა დააანონსა. Სამ წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი მომღერალი 18 ოქტომბერს, მეხუთე სტუდიურ ალბომს – Shawn გამოუშვებს.
მომავალი მუსიკალური პროექტის ორ სიმღერას – Why Why Why და Isn’t that Enough, შემსრულებლი თავის დაბადების დღეზე წარადგენს. 8 აგვისტოს, მენდესი 26 წლის ხდება.
გაირკვა, რომ ფირფიტა 12 ჩანაწერს აერთიანებს, რომელთაგან არც ერთი დუეტია.
ცნობისთვის, შონ მენდესმა ახალ ალბომზე მუშაობის შესახებ, მარტში განაცხადა.