10 და 11 აგვისტოს ბათუმის დრამატულმა თეატრმა მომღერალ აჩიკო ბერიძის სოლო კონცერტს უმასპინძლა.
ორი დღის განმავლობაში, მომღერალმა მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური საღამოები მოუწყო, გაჟღერდა ძველი ჰიტები და ახალი კომპოზიციები, სოლო კონცერტზე აჩიკო ბერიძემ სიმღერები შეასრულა მეგობრებთან ერთადაც.
სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებული უამრავი ვიდეო გავრცელდა.
სავიზიტო ბარათად ქცეული, ნუნუ დუღაშვილის სიმღერა „კახეთო“ აჩიკო ბერიძემ მის ანსამბლ „ალილოსთან ერთად შეასრულა.
Posted by ნატალია ქიქავა on კვირა, 11 აგვისტო, 2024
აჩიკო ბერიძემ ანი კეკუასთან ერთად შეასრულა პოპური ცნობილი კინოფილმებიდან.
„ისეთი კონცერტი იყო, ყოველი სიმღერის ბოლოს ფეხზე წამოდგომა და ტაში რომ მოგინდებოდა… მასთან ერთად ბოლომდე, რომ განიცდიდი თითოეულ ფრაზას – ნოტს… მაყურებელს სიხარულის ცრემლები ჰქონდა… გილოცავ, ძალიან ცოტაა ეს სიტყვები, რაც შეიძლება ამ კონცერტის შესახებ თქვა. მადლობა საოცარი წუთებისთვის“, – წერს ნანკა ქოქიაშვილი.
„სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ დავესწარი კონცერტს, მაგრამ მთელი გულით იქ ვიყავი.
გილოცავ ჩემო გამორჩეულო ადამიანო და უნიჭიერესო მომღერალო ამ დიდ წარმატებას! შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი რომ ვარ პირველივე დღიდან, ეგ კი იცი, მიყვარხარ“, – წერს ანი ღლონტი.
სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ დავესწარი კონცერტს, მაგრამ მთელი გულით იქ ვიყავი 🙏❤️ გილოცავ ჩემო გამორჩეულო…
Posted by Ani Glonti on კვირა, 11 აგვისტო, 2024
„აჩი საოცრება ჩაიდინე, გილოცავ ამ დიდ წარმატებას, გვიყვარხარ“ – წერს ნინო დავითიანი.
აჩი საოცრება ჩაიდინე ❤️🥰🤍გილოცავ ამ დიდ წარმატებას 🤍🙏😍❤️ გვიყვარხარ ❤️🤍
Posted by Nino Davitiani on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024
„2 დღეა ვარსკვლავთცვენაა ბათუმის დრამატულ თეატრში.
ზუსტად იმ თეატრში, სადაც ის პირველად გამოვიდა დიდ სცენაზე და იკაშკაშა ნიჭის და შრომისმოყვარეობის ზეიმი მოგვიწყო აჩიკომ თავისი ულამაზესი სოლო კონცერტით მის მეგობრებთან ერთად“, – წერენ სოციალურ ქსელში.