LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საქართველოს სახელით რუსულ მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ ფილიპ კირკოროვის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობს

574
ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილი რუსული მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა“ 22 აგვისტოს დაიწყო.

ერთ-ერთმა რუსულმა მედიამ კონკურსის დაწყებამდე საიტზე გამოაქვეყნა 13 კონკურსანტის ვინაობა შვიდი ქვეყნიდან. საიტის მტკიცებით, კონკურსში საქართველოს სახელით ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობს.

„საქართველოს „ახალ ტალღაზე“ წარმოადგენს არტისტი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ცნობილია ფსევდონომით ხვიჩა ლუკა. ის საკუთარ თავს თვითნასწავლს უწოდებს. მან არ იცის ნოტები და არ უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ გამხდარიყო ასტანაში გამართული მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი“, წერს საიტი super.ru.

ცნობილი ფეხბურთელის მოსახელე და მოგვარე რუსეთში უკვე პოპულარულია და ის რუსული ესტრადის წარმომადგენლებთანაც მეგობრობს, მათ შორის ფილიპ კორკოროვიც არის.

ჯერჯერობით, ქართულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საქმის კურსში, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით რუსულ მუსიკალურ კონკურსზე მოსკოვში მცხოვრები მომღერალი გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g