ნინო კობერიძე ჟურნალ „თბილისელებს“ თავის ორ ქორწინებაზე ესაუბრება.
პირველად ის მსახიობ მამუკა კიკალეიშვილის მეუღლე გახლდათ, შემდეგ კი კიდევ ერთხელ იყო გათხოვილი.
რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, პირველი ურთიერთობა დაინგრა…
ასე მოხდა. პირველი ოჯახი დაინგრა. ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ვაპატიე და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. საშინელი ისტორიაა. ამის მოყოლა რთულია.
ამ ღალატის შემდეგ რთული იყო მეორედ ოჯახის შექმნა?
მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი. შუაში სხვა ისტორია იყო, რომელიც ძალიან მტკივნეულად დამთავრდა და ამის გახსენებაც არ მინდა. მეორე ქმარმა ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქა, მეგონა, მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე მის მიმართ დიდი სიყვარული არ მქონია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ურთიერთობაც დამთავრდა. ზაზა წამალს იკეთებდა და წამალი არჩია ოჯახურ ცხოვრებას.
საზოგადოებამ იცის, რომ პირველ მეუღლესაც, რომელიც ცნობილი მსახიობი იყო, იგივე პრობლემა აწუხებდა…
კი,ა სე იყო, მაგრამ ამ პრობლემის გამო მეორე მეუღლესთან გამიჭირდა. მამუკა რომ წამალდამოკიდებული იყო, მაინც მეკონტაქტებოდა და რაღაცას კიდევ ცდილობდა. დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.
მეორე მეუღლესთან რამდენად რთული იყო ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენა?
ძალიან მარტივად გადავწყვიტე, როდესაც შპრიცები და გათიშული ხალხი ვნახე, ძალიან მალე წამოვედი. ვიცოდი, რომ ეს პრობლემა ჰქონდა, მაგრამ თითქოს, ძალიან ჯანსაღი იყო, ძალიან ჯანმრთელი სიყვარული ჰქონდა და თვითონაც იმედოვნებდა, რომ მოერეოდა. მერე უფრო და უფრო ჩაეშვა და გარდაიცვალა.
ორივე მეუღლე ამით გარდაიცვალა?
კი, ასე იყო…