LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლის სენსაციური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

491
page

ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე ლეგენდარული ბერძენი მომღერლის, მარია კალასის შესახებ გადაღებული ფილმის, „მარიას“ პრემიერა შედგა.

„შეხედეთ მის ხელებს“ – ანჯელინა ჯოლის „ვენეციის კინოფესტივალზე“ გამოჩენამ, დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია

წითელი ხალიჩაზე ყველა, თავისი გამორჩეული სილამაზითა და გრაციით ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ დაჩრდილა.

49 წლის ვარსკვლავს, Atelier Versace-ის კაბა ამშვენებდა. ეს გახლდათ გრძელი, კრემისფერი კაბა, რომელსაც ჯოლიმ ხელოვნური ბეწვის მხრებზე მოსაცმელი შეუხამა.

„დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“, „პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი“, „საოცარი ქმნილებაა“, „დედოფალი“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ფილმის გადაღებები გასულ წელს დასრულდა. „მარიას“ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, საფრანგეთსა და უნგრეთში იღებდნენ.

ფილმში ანჯელინას „ლუქებს“ მოდის ექსპერტებმა უკვე უმაღლესი შეფასებები მისცეს.

„ასე გამოიყურება დიდებული ქალი“ – აბრეშუმის მოსაცმელი და ვინტაჟური ვარცხნილობა – ანჯელინა ჯოლის ფოტოები საბერძნეთიდან

მოდის ექსპერტები ანჯელინა ჯოლის „ლუქებს“ უმაღლეს შეფასებას აძლევენ – თვალწარმტაცი ფოტოები „მარიას“ გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები