ჯანეტ ქერდიყოშვილი ჩაჩავას კლინიკაში გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს.
ფოტოებს ჯანეტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
„როგორ ძლიერად გელოდებოდით ჩემო პატარა ლილი. რამდენი გულშემატკივარი გყავდა ამ ცხრა თვის განმავლობაში ნეტავ იცოდე, მადლობა უფალს რომ ასე მშვიდობით მოევლინე ამ ქვეყანას
მადლობა ჩაჩავას თითოეულ თანამშრომელს ასეთი დიდი ზრუნვისთვის და სიყვარულისთვის,“ – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ცნობისთვის, ჯანეტ ქერდიყოშვილს და ნოე სულაბერიძეს შვილი შეეძინათ. გოგონას ლილი დაარქვეს.
ფოტო: ულამაზესი ოჯახი – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი თავის გოგონებთან ერთად პოზირებენ