LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგონა რომ ობოლი გოგონა ვიყავი, თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს… იმედია დედაც მალე მოეგება გონს და მაღიარებს“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი ბიოლოგიურ მშობლებზე

1593
ცისნამი საყვარლიშვილი

„მეგონა რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს“ – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბიოლოგიური მამის ფოტოს ავრცელებს.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, რომელმაც თავისი ბიოლოგიური მამა ცოტა ხნის წინ იპოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც აღმოჩნდა დიდი ოჯახი ჰყავს, რაც მისი ოცნება იყო:

„მამაჩემი – ვანო საყვარლიშვილი რომ დაიღუპა, 2009 წლის ივლისში, საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის. უზომოდ მიყვარდა, ჩემი ხატება იყო. მაშინ იტალიაში უსაბუთო ვიყავი და ვერ ჩავედი მამის დაკრძალვაზე. მეგონა რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს.
ნახეთ მისი ფოტო ახალგაზრდობაში და ახლა. მამა 72 წლისაა. მითხრეს რომ ვგავარ. თქვენ რას ფიქრობთ? ამ კაცის შექმნილი ვარ, უსინათლო ვანოს გაზრდილი.
ძალიან მდიდარი ვარ, ორი მამა მყავს, ვანო და ბადრი“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

მამაჩემი – ვანო საყვარლიშვილი რომ დაიღუპა, 2009 წლის ივლისში, საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის. უზომოდ მიყვარდა, ჩემი…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on კვირა, 15 სექტემბერი, 2024

მოგვიანებით ცისნამი საყვარლიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ეპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები.

მანვე დედის ნახვის იმედი გამოთქვა:

„სისხლი მაინც თავისას შვება და ყივის. თუ აყვანილი შვილი გყავთ და მუხლჩაუხრელი შრომობთ მისთვის, თავდაუზოგავად ზრდით, არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ დღეს თავისი სისხლი და ხორცისკენ გაიწიოს. ბუნებრივი სურვილია ეს. მე სულ მინდოდა ჩემს სისხლთან და ხორცთან ერთად ყოფნა. მე სულ მინდოდა ჩემი ოჯახი მეპოვა. იმედია დედაც მალე მოეგება გონს და მაღიარებს. ყველაფერი კარგად იქნება. ამინ!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g