LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო იზორია: „ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამეები მოხდა, საერთოდ რომ არ ველოდი. ბევრი ჩემი მეგობარი, ვინც თეატრალური დაამთავრა და ჩემზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, დღეს საერთოდ სხვა სფეროში არიან…“

196
ჯანო იზორია

მსახიობი ჯანო იზორია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რა არის მისი დიდი შრომის მიზანი, კარიერისტია თუ უფრო მეტად, მატერიალური საჭიროება განაპირობებს.

ჯანო იზორია:

– ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამეები მოხდა, საერთოდ რომ არ ველოდი. ბევრი ჩემი მეგობარი, ვინც თეატრალური დაამთავრა და ჩემზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, დღეს საერთოდ სხვა სფეროში არიან. იღბალია, რომ მე დღეს აქ ვარ, მაგრამ კარიერისტობა მაინც სხვაა. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. მსახიობი რომ ხარ და შენი ფილმი და როლი ყურადღების ცენტრში მოექცევა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუ ეს ყველაფერი დროს გაუძლებს და შენს არყოფნაშიც გაგიხსენებენ, ეს ხომ საოცარია. ხარ კი ღირებულის შესაქმნელად დაბადებული? არ ვიცი, მე ამაში დღესაც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ რაც დღეს ჩემ გარშემო ხდება, ამის გამო ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ ადამიანებს, შეიძლება, ყველას არა, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასე თუ შევხედავთ, მშვენივრად წარიმართა ჩემი კარიერა და როგორ არ უნდა მიხაროდეს ეს?! თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარიერსიტი და მონადირე ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g