LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე ბათუმში მომხდარ ძალადობას ეხმიანება: „ჩემ თვალწინ ერთ-ერთმა საბავშვო ანსამბლის ძალიან ცნობილმა, ეგრეთ წოდებულმა ქორეოგრაფმა ისე ჩაარტყა 9 წლის ბავშვს, მეგონა, თირკმელებს დააყრევინებდა…“

429
დათო არჩვაძე

მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქორეოგრაფმა მოსწავლეს სცემა. ვიდეო ახლახან გავრცელდა სოციალურ ქსელში.

დათო წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქორეოგრაფი მოსწავლეზე ძალადობს:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. ადრე, გერმანიაში გასტროლზე ყოფნისას, ჩემ თვალწინ ერთ-ერთმა საბავშვო ანსამბლის ძალიან ცნობილმა, ეგრეთ წოდებულმა ქორეოგრაფმა ისე ჩაარტყა 9 წლის ბავშვს, მეგონა, თირკმელებს დააყრევინებდა. ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევა და არა მარტო ფიზიკური შეხებით. დედის გინება-ბულინგიც ზედ დაყოლებული. ჩემი აზრით, კანონით უნდა დაისაჯოს ასეთი და სულ ცემაში უნდა ჰყავდეთ მასზე ძლიერებს…“

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული – ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?!“ – ბაია პატარაია ბათუმში მომხდარ დანაშაულზე

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები