რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნინო ლაღიძე სტუმრობდა, რომელმაც ჟურნალ „სტილის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ 25-წლიანი მხარდაჭერისთვის. წელს საერთაშორისო კონკურსი „არქიტექტურული პრემია“ საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა და ჟურნალ „სტილის“ თაოსნობით ჩატარდა. მიხარია, რომ წლევანდელ კონკურზე ნომინაციებიც ბევრად მრავალფეროვანი იყო და არქიტექტურულ-დიზაინერული ნამუშევრებიც. ჟიური უცხოეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა შეადგინეს, რომელთაც მაქსიმალურად ობიექტურად გამოავლინეს გამარჯვებულები ყველა ნომინაციაში.
წელს კონკურსის ძირითადი ნომინაციები ქვენომინაციებად დავყავით, რითაც კონკურსანტებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მივეცით. გასულ წლებში ნამუშევრების სიმრავლის გამო ხშირად შედეგები იკარგებოდა, წელს კი, სწორედ ქვენომინაციების წყალობით შევძელით მეტი საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა.
ჩვენი ჟურნალის ახალ ნომერში, რომელსაც ერთგვარი კატალოგის ფორმა ექნება, დეტალურად იქნება წარმოდგენილი დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებულები საკუთარი ნამუშევრებით.