ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ გერმანელ მძღოლებს ჩინურ ავტომობილებთან. გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ მზადაა იყიდოს ავტომობილი ჩინეთიდან, თუკი მისი ფასი დააკმაყოფილებს. ყიდვის სხვა სტიმულებს შორისაა ინოვაციური ტექნოლოგიები, მიმზიდველი დიზაინი და აწყობის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩინური ავტომობილების მიმართ ინტერესი იკლებს. „ჩინელებს“ უმეტესად ახალგაზრდა გერმანელები ირჩევენ, ისეთები რომლებიც უპირატესობას ელექტრომობილებს ანიჭებენ. ამასთან, „ბენზინის“ ძრავაზე მომუშავე ჩინური მოდელები რეიტინგის ბოლოში არიან მოქცეული.
გარდა ფასისა, რომელსაც გერმანელთა 83% აქცევს ყურადღებას, ჩინური მოდელების შერჩევის არგუმენტად მოჰყავთ ინოვაციური ტექნოლოგიები (55%), დიზაინი (37%) და ხარისხი (26%).