მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიანა როდრიგესი სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობს, მან საუდის არაბეთშიც მოახერხა წარმატებული კარიერის აწყობა. მანამ, სანამ კრიშტიანო რონალდო თავისი კარიერითაა დაკავებული, მისი რჩეული დროს უქმად არ კარგავს.
როგორც ცნობილია, 30 წლის ჯორჯიანა, „ნეტფლიქსის“ რეალითი შოუში იღებს მონაწილეობას, პარალელურად ამისა, ის მსოფლიო ბრენდების ამბასადორიც გახლავთ. მაგალითისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ჯორჯიანა GUESS-ის ახალი სახე გახდა. ახლახან ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ვიდეო გაავრცელა, სადაც სხვადასხვა ქალაქის ბილბორდებზეა აღბეჭდილი.