პარიზში გატარებული უქმეების შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში გადაიღეს, ის თავის ბუტიკისკენ მიემართებოდა.
50 წლის დიზაინერის ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, გლამურული იყო. ამ დღეს მას თავისუფალი სტილის ყავისფერი შარვალი და წითელი ჯემპრი ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი პატარა ჩანთა და ოქროს საათი ასრულებდა. პაპარაცებმა „მოდის ეტალონად“ წოდებული ვიქტორია მაშინ დააფიქსირეს, როცა ის 227 000 ფუნტ-სტერლინგად შეფასებულ „ფერარის“ მარკის ავტომობილში ჯდებოდა.