LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქაშვეთში რომ ხალხს უვარდებოდნენ, რით ხსნით?! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, რით ხსნით, აფთიაქებში შესული ხალხი, ძალით რომ გამოჰყავდათ! ახლა მხოლოდ ორი მხარეა! სამშობლო და მოღალატე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს

211
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, გასულ ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს.

შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“

„გაირკვა, რომ მშვიდობით ევროპაში ვერ შედიხართ „ქოცების“ ამომრჩევლებო. მხარდამჭერებო, მათ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებო!

ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია! ყველას!!

ქაშუეთში რომ ხალხს უვარდებოდნენ, რით ხსნით?! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, ამას რით ხსნით. აფთიაქებში შესული ხალხი, ძალით რომ გამოჰყავდათ!

ახლა მხოლოდ ორი მხარეა!

სამშობლო და მოღალატე, რომლისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.

და როცა საქართველო გაიმარჯვებს, თქვენი დუმილის გამო, კედლის იქეთ დარჩებით!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

გაირკვა, რომ მშვიდობით ევროპაში ვერ შედიხართ ქოცების ამომრჩევლებო. მხარდამჭერებო, მათ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებო!…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024

ცნობისათვის, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

გურამ როგავა: „მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია“

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან არსებული რკინის ჯებირი მოხსნეს – პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ – „მთა­ვა­რი არ­ხი“

„კოალიცია ცვლილებისთვის”: „ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი, სავარაუდოდ ხელი – დაშავებულია ვანო წერეთელი და ანა ჭარხალაშვილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g