LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ყოველთვის პომპეზური – რიანას შთამბეჭდავი გამოჩენა Fashion Awards-ზე

113
page

ლონდონში, ალბერტ-ჰოლში Fashion Awards-ის 2024 წლის ღონისძიება გაიმართა. საღამოს უამრავ ვარსკვლავთან ერთად რიანა და მისი პარტნიორი, A$AP Rocky დაესწრნენ.

36 წლის ვარსკვლავის ჩაცმულობა საოცრად პომპეზური გახლდათ. ამ დღეს რირის ბრჭყვიალა შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ხელოვნური ბეწვის, ღია ცისფერი მოსასხამი და დიდი ზომის ქუდი შეუხამა.

რაც შეეხება ვარსკვლავის მუსიკალურ კარიერას, არტისტი ახალი ალბომის გამოშვებას ჯერჯერობით არ ჩქარობს, სამაგიეროდ ცნობილია, რომ რიანა 2025 წლის „გლასტონბერის“ ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება. გარდა ამისა, არტისტი აქტიურად არის ჩართული თავისი ბრენდის, Savage X Fenty-ის საქმიანობაშიც.

სახალისო ვიდეო და შთამბეჭდავი ფოტოები – რიანამ საკუთარი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ვაჟები ჩართო

მილიარდერი რიანას ერთი ჩვეულებრივი დღე მშობლიურ ბარბადოსში საყვარელ მამაკაცთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები