ნიკოლ კიდმანი ახალი ფილმის, „პატარა გოგოს“ პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე 57 წლის ოსკაროსან მსახიობს ვარდისფერი ყვავილებით გაფორმებული კაბა ამშვენებდა და ზღაპრულად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, კიდმანმა აღნიშნული ფილმისთვის, „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია დაიმსახურა კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“.
რაც შეეხება ფილმს, ეს გახლავთ ჰალინა რეინის ეროტიკული თრილერი. კინოსურათის, პრეზენტაცია „ვენეციის კინოფესტივალზე“ შედგა და 6 წუთიანი ოვაციებიც დაიმსახურა. ნიკოლს პარტნიორობას ჰარის დიკინსონი უწევს. ფილმის სიუჟეტი მაღალი რანგის აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ტრიალებს, რომელიც საგრძნობლად ახალგაზრდა, მომხიბვლელ სტაჟიორთან აკრძალულ რომანს იწყებს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავურ წყვილს შორის, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ასაკობრივი სხვაობაა. კიდმანი 56-ის, ხოლო დიკინსონი 27 წლისაა.
Nicole Kidman stuns not knowing what Pop Crave is pic.twitter.com/3hDc7t3g3H
— Erik Anderson (@awards_watch) December 15, 2024