იტალიის სამხრეთში, პატარა ქალაქ ბელკასტროს მერმა მოქალაქეებს ცუდად გახდომა ოფიციალურად აუკრძალა. ამის შესახებ Catanzaro Informa წერს.
ევროპული ქალაქის მერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ადგილობრივებს უკრძალავს „ნებისმიერ ავადობას, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, განსაკუთრებით გადაუდებელს“. ამ გზით მერმა ანტონიო როკამ გადაწყვიტა, მოსახლეობა გაეფრთხილებინა ჯანდაცვის სისტემაში არასაკმარისი რესურსების და კადრების შესახებ.
„ეს არ არის უბრალოდ პროვოკაცია, მითითება – ეს არის დახმარებით თხოვნა, რთული სიტუაციისთვის ყურადღების მიპყრობის მეთოდი“ – დაამატა ანტონიომ.
ბელკასტროს მოსახლეობა 1300 ადამიანს შეადგენს და მათი ნახევარი პენსიონერია.
ქალაქში არის მედ-პუნქტი, თუმცა ის ძალიან ხშირადაა დაკეტილი. გარდა ამისა, მორიგე ექიმები არ მუშაობენ დასვენების დღეებში, დღესასწაულებზე და არც ღამის ცვლა აქვთ. ხოლო გადაუდებელი დახმარების უახლესი საავადმყოფო ქალაქიდან 45 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.