გერმანულმა დილერმა Auxietre & Schmidt გასაყიდად ორმაგად უნიკალური Ferrari – 599 SA Aperta გაიტანა. სულ ასეთი 80 ავტომობილი გამოვიდა, თუმცა მხოლოდ ეს ავტომობილი აერთიანებს შავ ძარასა და Hermes-ის სალონს. სუპერქარის ფასი, რომლის გარბენიც 11 500 კილომეტრია, უცნობია.
გასაყიდად გამოტანილი სუპერქარი სამფენიანი შავი საღებავით არის წარმოდგენილი სახელწოდებით Nero Stellato. 599 SA Aperta-ს ინტერიერი Hermes-ის საფირმო ფორთოხლისფერშია გადაწყვეტილი.
Ferrari 599 SA Aperta სუპერქარ 599 GTO-ს ღია ვერსიას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ სატრეკო 599XX-ის საგზაო ვერსიას წარმოადგენს. მოდელის სახალხო დებიუტი 2010 წელს პარიზის ავტოსალონზე შედგა.
ავტომობილი 6,0 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 680 ცხენის ძალაა. ექვს საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი ფორმულა ერთის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ნულიდან ას კილომეტრ/საათს 599 SA Aperta 3,6 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/საათია.