ამერიკული კომპანია Tesla აგრძელებს მასშტაბურ კამპანიას Tesla Model 3-ის შეკვეთებზე, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროქარების სერიული წარმოება დადგენილ გრაფიკს მკვეთრად ჩამორჩება. ამიერიდან, ავტომობილზე შეკვეთის გაფორმება Apple-ის საგადასახადო სისტემით იქნება შესაძლებელი. ამ მომენტისთვის, Tesla შეკვეთებს ახალ Tesla Model 3-ზე სისტემა PayPal-ის საშუალებით იღებს. ერთი ავტომობილის რეზერვაცია კი 1000 დოლარი ჯდება. ანალოგიური სქემით შეიძლება ელექტროქარების Tesla Model S-ისა და Tesla Model X-ის შეძენაც. ახლა კი ყველა ელექტროქარი Apple Pay-შიც არის ხელმისაწვდომი. მას, ვისაც Apple Mac-ის კომპიუტერი, სმარტფონი iPhone და პლანშეტი iPad აქვს, Safari-ის ბრაუზერიდან Tesla-ს საიტზე მოუწევს შესვლა.
ამ მომენტისთვის, კომპანია Tesla გეგმავს კვირაში 2 500 ელექტროქარი აწარმოოს, სამომავლოდ კი წარმოების მოცულობა 5 000 ეგზემპლარამდე გაზარდოს.