ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ექიმ გიორგი ახობაძის მდგომარეობაზე წერს.
„გიორგი თავისი პროფესიონალიზმით და სიყვარულით უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას და ასე აცოცხლებდა დედას, რომელიც გიორგის უკანონო დაკავებიდან 1 თვეში გარდაიცვალა“ – რაზე წერს მარიამ გეგუჩაძე
„მარიამმა დაწერა და მომინდა მეც მეთქვა.
დაჯის გარდაცვალების შემდეგ, რადგან დაგვიანებული დიაგნოზი იყო, ყველაზე მეტად მკლავდა დანაშაულის შეგრძნება. მეგონა ჩემი ბრალი იყო მისი გარდაცვალება.
დამჭირდა ფსიქოლოგებთან სიარული და რთული გზის გავლა, რომ მომეკლა ეგ შეგრძნება. აღარ მოვყვები მაგ დანაშაულის შეგრძნებამ რამხელა პრობლემები მომიტანა.
გიორგი ახობაძის ვისაც არ ესმის, უბრალოდ დედა არ უყვარს. მე კიდევ მგონია რომ დედა, ქოცებსაც კი უყვართ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„შენ გთვლი მკვლელად! თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი… არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი…“ – ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პროკურორს
„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და
გიორგი კეკელიძე: „პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე, აუცილებლად უნდა დაესწროს საკუთარი დედის დაკრძალვას. ეს არც „კეთილი ნების“ საქმე მგონია და არც რამე „ჰუმანური აქტის“ გამოძალვა“
„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“ – პედიატრი ლალი ჯანაშია ექიმ გიორგი ახობაძეს მიმართავს