LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისზე დაინიშნა კესო ბერუაშვილი და რამდენკარატიანი ბრილიანტი აჩუქა მას საყვარელმა მამაკაცმა: „ასეა, შეგიყვარდება ადამიანი და მერე ყველაფერი იცვლება…“

112
კესო ბერუაშვილი

მოდელი და „პრაიმჰაუსის“ მონაწილე, კესო ბერუაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამხელს, ვინ არის მისი რჩეული:

„ოფიციალურად დავინიშნე გერმანელ მამაკაცზე. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება, რამდენჯერმე დავშორდით კიდეც, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყო – ოთხკარატიანი ბრილიანტის ბეჭდით (იცინის). როცა საქართველოში აქციები დაიწყო, იმ პერიოდში არ ველაპარაკებოდი. თავს ვიფასებდი. ხან რა შემოთავაზება ჰქონდა, ხან – რა, მაგრამ უარზე ვიყავი. მაწყენინა და ვეუბნებოდი, თავი დამანებე-მეთქი. მართლა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. როდესაც აქციები დაიწყო, ვიდეოებს ვუგზავნიდი მიმდინარე მოვლენების შესახებ. უბრალოდ, როგორც მეგობარს, ისე ვეურთიერთებოდი. რომ ხედავდა, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ცალკე ნიუსებსაც უყურებდა, გაგიჟდა, ძალიან ნერვიულობდა. ერთი კვირა მეხვეწებოდა, აქ ჩამოდიო. ეგონა, ჩვენს ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. მეუბნებოდა, მერე აეროპორტები გადაიკეტება და დროულად ჩამოდიო. უარზე ვიყავი, მაგრამ ბოლოს ბილეთი მიყიდა, აუცილებლად ჩამოდიო. რომ ჩავედი, მითხრა, არ მინდა, რომ აქედან გაგიშვა, მოდი, ყველაფერი გავაოფიციალუროთო და დავთანხმდი.

– გითქვამს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობები საშენო არ არის, ხუმრობდი კიდეც, ნახევარგანაკვეთიანი ურთიერთობები მხიბლავსო. რა შეიცვალა?

– ასეა, შეგიყვარდება ადამიანი და მერე ყველაფერი იცვლება (იცინის). მივხვდი, რომ პრობლემა ჩემშია. მგონი, ასეთ შესაძლებლობას არცერთი ქალი არ გაუშვებდა ხელიდან. მე ყოველთვის უარს ვამბობდი ბედნიერებაზე და არ ვიცი, რატომ ვუშვებდი ხელიდან. ქორწილი, თეთრი კაბა და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, მაგრამ…. ჯერ „როლექსის“ საათი მიყიდა, უკვე მეორე როლექსიც „მიყიდა“ და მისი ფასი მოგეხსენებათ (იცინის). მანდ მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულად იყო საქმე. შემდეგ – ოთკარატიანი ბრილიანტი… დავფიქრი, კი, ეს ადამიანი მართლა ძალიან სერიოზულად არის განწყობილი-მეთქი. მეც ძალიან შემიყვარდა და მივხვდი, რომ ღირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g