„ცეკვავენ ვარსკვლავების“ სტაჟიანი მონაწილე, მოცეკვავე მზია ორველაშვილმა ცეკვას საბოლოოდ დაანება თავი.
ის ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი დაუფასებლობა და გულის აცრუება გახდა:
„არ დამიფასდა ის, რაც ჩემს სფეროში საქართველოში გავაკეთე…
რატომ, რა იყო მიზეზი?
ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ალბათ, ის ფაქტი, რომ ჩემს სფეროში ძალიან წარმატებული ვიყავი… დღემდე პირველი ვარ საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო ოსტატის წოდება მაქვს და მსოფლიოს ტოპ ორმოცდაათეულში ვცეკვავდი. რატომღაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საქართველოში არავის ვაინტერესებდი, არადა, საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის სხვანაირად მაფასებდნენ. ახლა უკვე დავამთავრე პროფესიონალური ცეკვა და ეს პროცესი იმიტომაც დავაჩქარე, რომ გულისწყვეტა მქონდა, გული იმდენად ამიცრუვდა, რომ ჩემს ქვეყანაში პედაგოგობაც არ მომინდა…“
ინტერვიუს ვრცელი ვერსია წაიკითხეთ ჟურნალ „სარკის“ 5 თებერვლის ნომერში.