58 წლის ვენსან კასელმა Alexandre Mattiussi-ის სამოსის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. შავ თეთრ ვიდეოში ვენსანს ტყავის ქურთუკი შიშველ სხეულზე აქვს მოცმული, მის „ლუქს“ კი შავი შარვალი ასრულებს.
„ახალგაზრდა გოგონების გულთამპყრობელი“, „ვენსო ფორმაშია“, „ასაკი საოცრად მოუხდა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გასულ თვეს კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც კაეტანო დაარქვეს.