გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი მე-13 შვილის მამა გახდა. ამჯერად მისი შვილის დედა, საბავშვო მწერალი და ინფლუენსერი, 26 წლის ეშლი სენტ კლერია, რომელიც აცხადებს, რომ მას ამ მოვლენის საიდუმლოდ შენახვა სთხოვეს.
„მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა“ – ილონ მასკს მე-13 შვილი შეეძინა
ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი, როგორც ირკვევა, ეშლიმ სასამართლოს უკვე მიმართა და დნმ-ის ანალიზის გაკეთება მოითხოვა. ის ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს.
პარალელურად ამისა, 26 წლის ინფლუენსერმა გაავრცელა ილონისა და ახალშობილის ერთობლივი ფოტო და აგრეთვე მათი მიმოწერის დამადასტურებელი მასალაც, საიდანაც ვიგებთ, რომ მათი საერთო შვილი ბიჭია.
თავად ეშლი აცხადებს, რომ ბავშვის ჩასახვამდე მილიარდერი რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მათ ღამე 2024 წლის იანვარში, სენტ-ბართსის კუნძულზე გაატარეს. გოგონას თქმით მასკი მას ეუბნებოდა, რომ მასთან „ბავშვების არმიის“ გაჩენა სურდა. აგრეთვე ცნობილი გახდა რომ ილონმა შვილი რამდენჯერმე უკვე ნახა, თუმცა, ის მის აღზრდაში ჩართული არ არის.
ცნობისთვის, 52 წლის მასკი ამ დროისთვის 13 შვილის მამაა. 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან ჰყავს. სამი შვილი გრაიმსისგან, სამი შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუენსერი, ეშლი სენტ კლერისგან.
„ილონის ბრალია მისი პირველი შვილის გარდაცვალება“ – ილონ მასკის მამა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს


