Toyota-მ ევროპისთვის ახალი კროსოვერი დააანონსა. იაპონური ბრენდის ევროპულმა დანაყოფმა მომავლის მოდელის პირველი გამოსახულება და ვიდეო-თიზერი გაავრცელა და სიახლის სახელი ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. ოფიციალური რელიზიდან ირკვევა, რომ სიახლეს სრულად 12 მარტს წარადგნენ და სხვა დეტალებიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება სერიული წარმოებისთვის გამზადებული ელექტრონული კროსოვერი, განსხვავებული ძარის ფორმით.
მანამდე კი, გავრცელებულ ერთადერთ გამოსახულებაში ავტომობილი პროფილშია აღბეჭდილი. ჩაბნელებულ თიზერში მხოლოდ მისი სილუეტის ნახვაა შესაძლებელი. დიდი ალბათობით ეს იქნება კროს-კუპე ანუ 2022 წლის კონცეპტის Toyota bZ Compact SUV-ის გაცოცხლებული ვერსია.