LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota-მ იაპონიაში თავისი „ჭკვიანი“ ქალაქი ააშენა

105
Toyota-მ იაპონიაში თავისი „ჭკვიანი“ ქალაქი ააშენა

Toyota-მ თავისი „მომავლის ქალაქის“ ნაწილი გაასაჯაროვა. ქალაქი Woven City-ის ნაწილის მშენებლობა დასრულებულია – ეს არის „ჭკვიანი“ ქალაქი ფუძის მთის სიახლოვეს, რომელსაც Toyota უკვე 5 წელია აშენებს. ქალაქი, რომელიც საბოლოო ჯამში 700 ათას კვადრატულ მეტრზე გადაიჭიმება, ავტონომიური მანქანების ტესტირებისთვის აიგება. მიღებულ გამოცდილებას შემდეგ Toyota თავის ავტომობილებში გამოიყენებს.

მოედანი, რომლის ნახვის საშუალებაც ჟურნალისტებს ჰქონდათ 47 ათასი კვადრატულ მეტრზეა აგებული. ამ ტერიტორიაზე 14 შენობაა განთავსებული, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, ენერგეტიკის ობიექტები და სამეცნიერო ცენტრი.

Woven City-ში გზები სპეციალურად უპილოტო ავტომობილებისთვისაა დაპროექტებული. არის ასევე გზები, რომელიც მხოლოდ ქვეითებისთვისაა განკუთვნილი. შუქნიშნებს აღჭურავენ გადამცემებით, რაც ადამიანების მასებს და ტრანსპორტის გადაადგილებას ზუსტად გაზომავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები