LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა ქოქიაშვილი: „აჩიკო სულ მეკითხება, წარმოიდგენდიო? და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გავთხოვდებოდი, შევქმნიდი ოჯახს და ოთხ წელიწადში ორი შვილის დედა გავხდებოდი…“

362
ნანკა ქოქიაშვილი

რადიოწამყვანი ნანკა ქოქიაშვილი მომღერალ აჩიკო ცანკაშვილის მეუღლეა. წყვილი ოთხი წელია, ერთად არის და უკვე ორი შვილი ჰყავთ. ნანკა ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ იმდენად იყო გადავარდნილი საკუთარ პროფესიაში, ცხოვრების ასე რადიკალურად შეცვლა ვერ წარმოედგინა:

„ოთხი წელია, რაც გათხოვილი ვარ, ბედი აჩიკოს დავუკავშირე და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი ჩემი ქმარია. სხვათა შორის, აჩიკო სულ იმას მეკითხება, წარმოიდგენდი, ასე რომ იქნებოდაო? (იცინის). რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გავთხოვდებოდი, შევქმნიდი ოჯახს და ოთხ წელიწადში ორი შვილის დედა გავხდებოდი. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დედობა საოცარი განცდაა, მადლობა ღმერთს და ჩემს მეუღლეს, რომ ორი არაჩვეულებრივი გოგონას დედა გამხადა. აჩიკოს ცოლობამ და დედობამ, სხვა კუთხით შემცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g