LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონ, არ დაუთმო ჯენი ბენს“ – ჯენიფერ გარნერის შეყვარებული შოკის მომგვრელი ვიდეოს გავრცელების შემდეგ პირველად გამოჩნდა

218
page

გასულ კვირას ექს-წყვილის, ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, რამაც დასავლური მედია თავდაყირა დააყენა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ხვევს ხელს ბენი ჯენის და სექსუალურად ეხუტება. მალევე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენს ჯენიფერ გარნერთან ერთად ერთობლივ ფილმში მონაწილეობის მიიღება სურს, რომლის პროდიუსერი თავად იქნება.

ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერთან ერთად ფილმში მონაწილეობის მიღება სურს

ამ ამბების შემდეგ, გარნერის მეგობარი მამაკაცი, ჯონ მილერი, რომელსაც მსახიობი უკვე 7 წელზე მეტია ხვდება, პირველად გადაიღეს. CaliBurger-ის დირექტორი ლოს-ანჯელესის პარკში ეულად სეირნობდა და აშკარად უხასიათოდ გამოიყურებოდა. გავრცელებულ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ვერ არის კარგად!“, „ყველაფერი სახეზე ეტყობა“, „ჯონ, არ დაუთმო ჯენი ბენს“, ჯონ იბრძოლე ჯენიფერისთვის“.

ფოტო/ვიდეო: ხელს ხვევს და სექსუალურად ეხუტება – ჯეი ლო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უახლესი ვიდეოთი შოკირებულია

ჯენიფერ გარნერი გვაჩვენებს, რომ შეყვარებულთან ბედნიერია – წყვილის უახლესი გამოჩენა

ცნობისთვის, გარნერმა მილერთან რომანი ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს წყვილს პაუზა ჰქონდა, თუმცა მათ ურთიერთობა მალევე აღადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები