ლოს-ანჯელესში ბენ აფლეკის მონაწილეობით ფილმის, „ანგარიშსწორება 2“ (The Accountant 2) პრემიერა გაიმართა. ამ დღეს საზოგადოების მთავარი ყურადღება ბენ აფლეკისკენ იყო მიმართული. ის წითელ ხალიჩაზე ლურჯ კოსტიუმში გამოჩნდა და უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. მეტიც მან ჟურნალისტებთან ჯენიფერ ლოპესზეც დიდი სიამოვნებით ისაუბრა.
როგორც ჩანს, მისი ყოფილი ცოლი და შვილები, ემმა და მაქსი, პრემიერაზე ბენის მხარდასაჭერად მივიდნენ.
„ჩემი შვილები აქ არიან, ჯენი და მისი ბავშვებიც მოვიდნენ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით. ჯენიფერ ლოპესი უბრალოდ საოცარია, ის შესანიშნავად ექცევა ჩემს შვილებს, მათ შორის მშვენიერი, სტაბილური ურთიერთობაა. მეც მიყვარს მისი შვილები. ისინი არაჩვეულებრივები არიან. ჯენი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის, ადამიანი, რომელიც მიყვარს და რომლის მადლიერიც ვარ. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერაზე ბავშვები ჩემთან არიან. ჩემთვის უდიდესი სიხარულია ურთიერთობა, რომელიც მათთან მაქვს. ისინი საოცრებები არიან და მიხარია, რომ მათ ის ფილმი აინტერესებთ, რომელსაც ვნახავთ“, – განაცხადა ბენმა
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლოსა და მისი შვილების ფოტოები პრემიერიდან ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
„ის ახლა იფურჩქნება“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოს შესახებ აღარასდროს ისაუბრებს, რას აცხადებს ინსაიდერი










