LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნი დიდი ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

133
photo-collage.png (1)

კრის ბრაუნი თავისუფალია. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. არტისტმა ციხეს თავი, 6.7 მილიონი დოლარის გირაოთი დააღწია.

,,ციხიდან სცენაზე” – ,,გასთორა” გათავისუფლების შემდეგ ბრაუნმა ინსტაგრამზე, რითაც მიანიშნა, რომ მომავალი ტურნე დაგეგმილ დროს დაიწყება. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომის – Chris Brown გამოსვლიდან საიუბილეო, მე-20 წლის აღსანიშნავი ტურნე – Breezy Bowl XX სტარტს ივნისის შუა რიცხვებიდან აიღებს.

მომღერალი გასულ ოთხშაბათს, 2023 წლის სავარაუდო თავდასხმისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მუსიკალური პროდიუსერის, ეიბ დიაოს მტკიცებით, ბრაუნი მას ლონდონის ერთ-ერთ კლუბში, ფიზიკურად გაუსწორდა.

ჯერჯერობით უცნობია დასტურდება თუ არა საქმეში მომღერლის ბრალეულობა და მოუწევს თუ არა მას მომჩივანისთვის კომპენსაციის გადახდა. დიაო შემსრულებლისგან, 16 მილიონ დოლარს ითხოვს.

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, კრის ბრაუნი დააკავეს

შეგახსენებთ, რომ კრის ბრაუნს ბრალი ძალადობის მუხლით, წარსულშიც არაერთხელ წაუყენეს. მათგან ყველაზე გახმაურებული 2009 წლის ქეისია, როცა მან მეგობარ გოგონას, რიანას სასტიკად სცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები