LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მაისში საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 64 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

106
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

2025 წლის მაისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 0.71%-ით გაიზარდა და 64.67 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 508.92 მლნ ლარით (1.4%) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულები – 52.02 მლნ ლარით (0.19%) შემცირდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან მაისის ბოლოსთვის 58.92 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.24%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 2.94%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.15%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 79.08% იყო, ევროს წილი კი – 18.94%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g