LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსმა ლედი გაგასა და ელტონ ჯონს ქორწილში სიმღერაზე უარი უთხრა – ცნობილია, რა თანხა მოითხოვეს არტისტებმა ჯეფ ბეზოსისგან

621
photo-collage.png (30)

ინტერნეტში ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად ჯეფ ბეზოსს საკუთარ ქორწილში სამღერად ლედი გაგასა და ელტონ ჯონის დაჯავშნა უნდოდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო.

წყაროების ცნობით, ,,ამაზონისა” და Blue Origin-ის დამფუძნებელი დაინტერესდა რა დაუჯდებოდა არტისტების მიერ მისი და ლორენ სანჩესის საქორწილო ცერემონიის მუსიკალურად გაფორმება. ამბობენ, რომ მომღერლებმა 6 მილიონ დოლარიანი გასამრჯელო მოითხოვეს, რაზეც 61 წლის მილიარდერმა უარი განაცხადა.

არც ერთ მხარეს ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ჯეფ ბეზოსმა 55 წლის ყოფილ ჟურნალისტ, ლორენ სანჩესზე 27 ივნისს, ვენეციაში იქორწინა. სამდღიანი საქორწილო „უიქენდი“, რა დროსაც წყვილმა იტალიაში თავი არაერთ სელებრითს მოუყარა, 50 მილიონი დოლარი დაჯდა.

ლორენ სანჩესი – მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა

ფოტოგალერეა: ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ერთი თვის წინ „გაიპარნენ“ – გრანდიოზული დღესასწაული ვენეციაში და პატარძლის კაბა, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები