ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია, რომელიც აშშ-ში გადაღებისას მძიმედ დაშავდა, მას შემდეგ რეაბილიტაციის საკმაოდ მძიმე პროცესს გადის.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ თავად ესაუბრება ჟურნალ „სარკეს“ (9 ივლისის ნომერი):
„სამწუხაროდ, ცოტა გაიწელა რეაბილიტაციის პროცესი, ტკივილები კვლავ მაწუხებს. 7 თვე ვიწექი, ამან ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა. ფეხის კუნთები გალეული იყო. მიწევს ვარჯიში, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მარტივი არ იყო ექვს ადგილას გადატეხილი ძალი და ორი ოპერაცია.
ნელ-ნელა ვდგები გამოჯანმრთელების გზაზე. წელიწადზე მეტია, ასეთ პროცედურებს გავდივარ, თანაც, უცხო ქვეყანაში, როცა მარტო ხარ და არავის იცნობ. ჩემი მეგობრები ჰოსპიტალი ექიმები და რეაბილიტოლოგები გახდნენ. სულ მეუბნებიან, საქართველოში რომ ჩახვალ, ჩვენზეც მოყევი, ცნობილები გავხდეთო. ყველამ დაიმსახურა ერთი კარგი გადაცემის მიძღვნა…“