ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა The Cut-ის გარეკანი დაამშვენა და ინტერვიუში საკუთარ მამაზე, ფულსა და პოპულარობაზე გულახდილად ისაუბრა.
ფოტოობიექტივის წინაშე ის Givenchy-ის და Gucci-ის და Miu Miu-ს სამოსში პოზირებდა.
„მამაჩემის გამო ბევრს ვტიროდი, წლების განმავლობაში ვიკავებდი თავს და ბოლოს უბრალოდ კონტროლი დავკარგე. ბევრს ჰგონია, რომ უზარმაზარი თანხები მაქვს, არადა ასე არ არის. დედაჩემი მდიდარია, მაგრამ ილონი წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს. მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია. ცნობილი ადამიანის როლს კარგად ვერ ვუმკლავდები. ძალიან დიდხანს ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ადამიანად მივეღე ყველას“, – აცხადებს ვივიენი.
„ყველაზე ლამაზი ტრანსგენდერი ქალი“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის უახლესი ფოტოები
ცნობისთვის, ვივიენი ტყუპისცალ ძმასთან, გრიფინთან ერთად 2004 წელს, კალიფორნიაში დაიბადა, ის მასკისა და მისი პირველი ცოლის, ჯასტინ უილსონის შვილია. ქსავიე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა თავისი გენდერული იდენტობა მამამისისთვის დაემალა. მან „ქამინგ-აუთი“ 2022 წელს გააკეთა. პარალელურად სახელი, ქსავიერი ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე, უილსონზე გადავიდა. მას მილიარდერ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
