ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია ასახელებს 4 პროდუქტს, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს.
„პირველი ეს არის ნახევარფაბრიკატები, რომლებიც ასოცირდებიან ონკოლოგიურ დაავადებებთან. რომ ნახოთ, როგორ და რა ნაწილებით მზადდება ისინი, აღარასდროს შემოიტანდით სახლში.
მეორე, ტკბილი სასმელები, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა შაქრის მიღების. მესამე, მარილიანი სნექები, რომელიც მარტივი გზაა უამრავი არაჯანსაღი კალორიის მისაღებად.
მეოთხე, დაპაკეტებული ტკბილეული. გადი გარეთ მიირთვი, მაგრამ არ დაასაწყობო სახლში“, – ამბობს სანდრო გოგოხია.