LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს თმის ცვენას ქალებსა და მამაკაცებში – სილამაზის აკადემია

613
ნატალია სულიაშვილი

რა იწვევს თმის ცვენას ქალებსა და მამაკაცებში – ამ თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატალია სულიაშვილმა ისაუბრა. 

რა არის თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები?

თმის ცვენა გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით,  მათ შორის მემკვიდრეობითი ფაქტორი-გენეტიკა, ასაკის მატება, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, სხვადასხვა დაავადებები, მედიკამენტების უკონტროლო  მიღება და ა.შ.

მიზეზების მიუხედავად, თმის ცვენა არის არასასურველი გამოცდილება, რამაც შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თვითშეფასებასა და ცხოვრების ხარისხზე.

ტრიქოლოგია დერმატოლოგიის ნაწილია, შეისწავლის თავის კანისა და თმის დაავადებებს, გამომწვევ პრობლემებს. თმის ცვენა და სიმელოტე დიდი ხანია განიხილება როგორც დაავადება და ICD კლასიფიკატორში მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდები(L64-L68). თმა, ფრჩხილების მსგავსად კანის რქოვანი დანამატია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.თმის ღერო, თმის ხილული ნაწილია, რომელიც კანის ზემოთ იზრდება და თითოეულ ჩვენგანს განუმეორებელ იერსახეს აძლევს. თმის ფესვი კანის ღრმა შრეში-დერმაში მდებარეობს.ხოლო თმის ფოლიკულს ქმნის თმის ჩანთა თავის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან, სისხლძარღვებსა და ნერვებთან ერთად.

თმას აქვს ზრდის ფაზები:

  • ანაგენი-თმის აქტიური ზრდის ფაზა
  • კათაგენი-გარდამავალი ფაზა
  • ტელოგენი-მოსვენების პერიოდი

თმის რაოდენობა თავზე მერყეობს 100-150 ათასამდე, ნორმალურია როცა დავარცხნისა და დაბანისას ადამიანი 50-დან 100-მდე ღერ თმას კარგავს , ეს ტელოგენის ფაზაში მყოფი ღერებია. არსებობს თმის ცვენის უამრავი ფორმა,ისევე როგორც, არსებობს როგორც აღვნიშნეთ უამრავი მიზეზი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა-ალოპეცია რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად: არანაწიბუროვანი (ანდროგენული, ბუდობრივი, დიფუზური) და ნაწიბუროვანი(პირველადი, მეორადი).

როგორ ვლინდება ანდროგენური ალოპეცია?

ანდროგენული ალოპეცია-უვლინდება მამაკაცების უმეტესობას და ქალბატონების გარკვეულ პროცენტს. ძირითადი სალოკალიზაციო არე არის შუბლის არე და თავი. ხოლო ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებისთვის და ქალებისთვისაც  არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით.ძირითადი მიზეზი მემკვიდრეობითი ფაქტორი.

რა იწვევს ქალბატონებში ალოპეციას?

ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს:

  1. თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ.
  2. მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ.
  3. კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.

ქალებში ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები: სებორეა, აკნე, ჰირსუტიზმი(მამაკაცივით ჭარბთმიანობა), ალგოდიმენორია(მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს მწვავე სპაზმები).

მამაკაცებში-თმის ცვენა იწყება ძირითადად თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა, შუბლი ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება საფეთქლის ორმხრივი შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება.თმის ცვენა შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების გამოვლინება ან სინდრომი.თმის ცვენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია-სებორეული დერმატიტი.

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ თმის ბუდობრივ ცვენას…

ბუდობრივი ალოპეცია არის აუტოიმუნური დაავადება, ზიანდება თმის ფოლიკული და ცვენა გამოხატულია მომრგვალებული ან ოვალური ფორმით.თმის ცვენა შეიძლება გავრცელდეს მთლიან თავზე და ზოგჯერ მთელ სხეულზე.სწორედ თმის ცვენის ძლიერი ფორმებია:

  • სრული ალოპეცია ანუ ტოტალური(სკალპზე თმის სრულად გაცვენა);
  • უნივერსალური ალოპეცია(თმის სრულად გაცვენა თავზეც და ტანზეც,წარბზეც)

მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

მკურნალობას რაც შეეხება უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური, ხაზგასასმელია რომ ბევრი ექიმი უნიშნავს პაციენტებს უამრავ არაფრისმომცემ გამოკვლევებს, მათ შორის ბევრ ლაბორატორიულ კვლევებს, რომელიც უშუალოდ ეხება პაციენტის ჯიბეს ხოლო სარგებელი არაფერი, საერთოდ არ ჭირდება პაციენტს მსგავსი კვლევების ჩატარება. საჭიროა სწორად შერჩეული ექიმი, რომელიც ანამნეზის მიხედვით დანიშნავს მინიმალურ კვლევას, ასე მაგალითად ბუდობრივი ალოპეციის დროს ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან, საჭიროა ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა და ანტისხეულები უნდა იქნას შესწავლილი გამომდინარე იქედან რომ აუტოიმუნური დაავადებაა. თელიას კლინიკაში მოსულ პაციენტებს ვისაც მსგავსი პრობლემები აღენიშნებათ მათთვის კომფორტულია მკურნალობა , რადგან ერთ სივრცეში არიან ექიმები, როგორც დერმატო-ვენეროლოგი ასევე ექიმი-ინექცინისტები, კოსმეტოლოგები, რომლებიც ერთობლივ მკურნალობის სქემას ადგენენ. ჩემ შემთხვევაში გამოვყოფდი მკურნალობის მეთოდებიდან ინექციურ მეზოთერაპიას, ასევე PRP- იგივე პლაზმოთერაპიას და ინოვაციურ მეთოდს ეგზოსომებს.

დასახელებული მეთოდები მართლაც რომ ძალიან ეფექტურია ისინი შეიძლება ჩატარდეს როგორც კომბინაციაში, ასე მაგალითად მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია ერთობლივად, რაც კიდევ უფრო ეფექტურია და შედეგობრივი. მეზოთერაპიის დროს  ხდება თმის ფოლიკულისთვის საჭირო ვიტამინების მინერალების და ამინომჟავების მიწოდება ინექციის გზით.

მეზოთერაპია საშუალებას აძლევს თმას დაუბრუნდეს თავის ნორმალურ სასიცოცხლო ციკლს.

მატულობს თმის სიხშირე, სისქე, თმის ცვენის კოეფიციენტი უბრუნდება სტანდარტულ მდგომარეობას. 

მეზოთერაპიით მკურნალობა ეფექტურია როგორც კაცებში, ისე ქალბატონებში.

PRP-პლაზმოთერაპიის დროს ხდება -პაციენტის საკუთრივ სისხლის და ცენტრიფუგების შედეგად მიღებული აუტოპლაზმით უჯრედების გაჯერება, თრომბოპლაზმაში მაღალი კონცენტრაციით არის ჰორმონები, ცილები, ვიტამინები და ზრდის ფაქტორები. შედეგად ხდება თმის ფოლიკული სტიმულაცია.

მკურნალობის შედეგად თმა რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზრდება,თავდაპირველად თმა შეიძლება ამოვიდეს თხელი და თეთრი,მაგრამ დროთა განმავლობაში გამაგრდება და დაიბრუნებს ბუნებრივ ფერს და ფორმას.

რაც შეეხება ეგზოსომებს – ეს არის ინოვაცია-თანამედროვე მიდგომა თმის ცვენის სამკურნალოდ, როდესაც გვჭირდება უჯრედული რეგენერაცია. მასში შემავალი 20 მილიარდი სუფთა ეგზოსომა, ზრდის ფაქტორები და ნუტრიენტები ხელს უწყობს კანის უჯრედულ დონეზე აღდგენას და თმის ხარისხის გაუმჯობესებას.

პრეპარატი მოქმედებს მულტი კომპლექსურად, მისი უპირატესობებია:

  • თმის სტიმულირება;
  • სებოსეკრეციის რეგულირება;

უსაფრთხოების მაღალი ხარისხი რეკომენდებულია:

  • თმის ზრდის სტიმულაციისთვის;
  • თმის ფოლიკულის ანთებითი პროცესებისთვის;
  • ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის;
  • ნებისმიერი გენეზის ალოპეციისთვის;
  • სკალპის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის;

ტარდება დერმაპენის გამოყენებით რაც გულისხმობს პრეპარატის მიკრო ნემსებით შეყვანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები