ლიკა გაგნიძემ სიმსივნესთან უდიდესი ბრძოლა გაიარა და ეს ყველაფერი თავის მეორე ნახევართან ერთად შეძლო. ახლახან მას ულამაზესი ქორწილი ჰქონდა. ჟურნალ „თბილისელებს“ (6 ოქტომბრის ნომერი) გამოვლილი გზის შესახებ ესაუბრება, მათ შორის, სიყვარულზეც. როგორც ლიკა ჰყვება, თავის მეორე ნახევარს წლების განმავლობაში ხშირად შორდებოდა და ურიგდებოდა, თუმცა დადგა მომენტი, როდესაც ორივემ სერიოზულად შეხედა ამ ურთიერთობას:
„2020 წელი რომ დადგა, სერიოზულად მივუდექით ჩვენს ურთიერთობას, მივხვდით, რომ თამაშის დრო აღარ იყო და მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია.
როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ გავიგე, იმ პერიოდში უკვე მისი საცოლე ვიყავი. ყველგან თან დამყვებოდა, სულ ჩემ გვერდით იყო. მე დედა აქ არ მყავს, ის წლებია, იტალიაშია და საქმრო დედასავით მედგა გვერდით. ზეპირად იცოდა ჩემი წამლების გრაფიკი თუ გამოკვლევების თანმიმდევრობა. ექიმსაც თვითონ ეკონტაქტებოდა. დიაგნოზი რომ გავიგეთ, აღარ გადავდეთ ქორწინება, მალევე მითხრა, ერთად გადავსულიყავით და ცოლ-ქმარი გავმხდარიყავით. დაოჯახება და დაავადებასთან ბრძოლა პარალელურად მოხდა – სასიხარულო და ძალიან რთული პერიოდი, თითქოს ერთმანეთს აბალანსებდა და ალბათ, ამან ეს ყველაფერი უფრო მარტივად გადამატანინა…